TCG Anadolu-ს გემი საზღვაო ძალებისთვის გადასაცემად მზად არის
TCG Anadolu-ს გემი საზღვაო ძალებისთვის გადასაცემად მზად არის
![TCG Anadolu-ს გემი საზღვაო ძალებისთვის გადასაცემად მზად არის](http://cdn.trt.net.tr/images/xlarge/rectangle/f6e8/abe4/873a/6432c6c14290d.jpg?time=1718089446)
![tcg anadolu.jpg](http://cdn.trt.net.tr/images/xlarge/rectangle/f6e8/abe4/873a/6432c6c14290d.jpg?time=1718089446)
![tcg anadolu1.jpg](http://cdn.trt.net.tr/images/xlarge/rectangle/399a/cee6/adb6/6432c6d0ad946.jpg?time=1718089446)
მსოფლიოში პირველი შეიარაღებული უპილოტო საბრძოლო ხომალდი და თურქეთის ყველაზე დიდი საბრძოლო ავიამზიდი TCG Anadolu მოვალეობის შესასრულებლად მზად არის.
TCG Anadolu, რომელიც იქნება თურქეთის საზღვაო ძალების ფლაგმანი, ოფიციალურად გადაცემის ცერემონიალი დღეს, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მონაწილეობით გაიმართება.
თურქეთის საზღვაო ფლოტის თვალის ჩინი და უდიდესი ხომალდი მოვალეობის შესრულებას ე.წ. „ლურჯ სამშობლოში“ 9000 მილის მანძილით დაიწყებს.
თავის მხრივ, ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 36 თვის განმავლობაში აშენდება კიდევ 3 ეროვნული ფრეგატი, რაც გააძლიერებს თურქეთის ძალაუფლებას ლურჯ სამშობლოში.
ცნობისათვის, 231 მეტრი სიგრძის და 32 მეტრი სიგანის, TCG Anadolu-ს ავიამზიდზე შეიძლება განთავსდეს 10 ვერტმფრენი ან 11 შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატი (SİHA), ხოლო ანგარში 19 შვეულმფრენი ან 30 SİHA. გემი 1223 პერსონალს უმასპინძლებს.
ამ მასშტაბის გემები მსოფლიოში მხოლოდ 12 ქვეყანას გააჩნია.
მსგავსი ინფორმაციები
![საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი დღეს რუსეთში მიემგზავრება](http://cdn.trt.net.tr/images/medium/rectangle/8f1f/ffe1/a7d4/6665ad3fe8cde.jpg?time=1718089446)
საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი დღეს რუსეთში მიემგზავრება
საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი დღეს რუსეთში მიემგზავრება