ჩრდილოეთ კორეამ ახალი რაკეტა გამოცადა

ჩრდილოეთ კორეამ ახალი რაკეტა გამოცადა

1965236
ჩრდილოეთ კორეამ ახალი რაკეტა გამოცადა

ჩრდილოეთ კორეამ ახალი რაკეტა გამოცადა

იაპონიამ და სამხრეთ კორეამ განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეამ 2 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. აღინიშნა, რომ მცირე რადიუსის რაკეტებმა, 50 კილომეტრის სიმაღლეზე მიაღწიეს, ჰაერში 350 კილომეტრი გაიარეს და იაპონიის ზღვაში ჩავარდნენ. აშშ-ისა და სამხრეთ კორეის წვრთნები რეგიონში გრძელდება.

კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობა არ ნელდება. სანამ სამხრეთ კორეა და ამერიკის შეერთებული შტატები ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებენ, ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ერთი სარაკეტო გამოცდა განახორციელა.

სამხრეთ კორეის არმიის წარმომადგენლების განცხადებით, ჩრდილოეთ კორეამ დილით აღმოსავლეთ სანაპიროზე ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა ზღვაში.

იაპონიამ ასევე განაცხადა, რომ ორი ჭურვი, რომელიც, სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კორეის მიერ გასროლილი რაკეტები იყო, ჩავარდა იაპონიის თავისუფალი ეკონომიკური ზონის მიღმა წყლებში.

იაპონურმა მედიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეის რაკეტებმა მიაღწიეს 50 კილომეტრის სიმაღლეს და დაფარეს 350 კილომეტრის მანძილი.

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა კიშიდამ თავის ჯარებს თვითმფრინავებისა და გემების უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაავალა.

რეგიონში აშშ-სა და სამხრეთ კორეის სამხედრო წვრთნებზე საპასუხოდ ჩრდილოეთ კორეამ გაზარდა ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების გამოცდები.

გასულ კვირას ფხენიანმა უპილოტო წყალქვეშა ბირთვული თავდასხმის მანქანა გამოსცადა.



მსგავსი ინფორმაციები