ბაიდენმა ხელი მოაწერა "covid-19-ის კანონპროექტს"

ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც გზას გაუხსნის Covid-19 ვირუსის წარმოშობის შესახებ ინფორმაციების კონფიდენციალურობის აღმოფხვრის  სამუშაოების ჩატარებას

1962648
ბაიდენმა ხელი მოაწერა "covid-19-ის კანონპროექტს"

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც გზას გაუხსნის Covid-19 ვირუსის წარმოშობის შესახებ ინფორმაციების კონფიდენციალურობის აღმოფხვრის სამუშაოების ჩატარებას.

ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონპროექტს სახელწოდებით „Covid-19-ის წარმოშობის კანონი“, რომელიც რესპუბლიკელებმა და დემოკრატებმა აშშ-ის კონგრესში მარტის დასაწყისში ერთხმად მიიღეს და აღმოფხვრის კორონავირუსის წარმოშობის გასაიდუმოებას.

„ჩვენ უნდა გამოვიკვლიოთ Covid-19-ის საწყისები, რათა შევძლოთ უკეთ ავიცილოთ თავიდან მომავალი ეპიდემიები. ჩემი ადმინისტრაცია გააგრძელებს Covid-19-ის წარმოშობის შესახებ ყველა საიდუმლო ინფორმაციის გამოკვლევას, მათ შორის ჩინეთში ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში პოტენციურ კავშირებს“. - თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა წერილობით განცხადებაში.

კანონი დაავალებს აშშ-ს ეროვნული დაზვერვის დეპარტამენტს გამოიძიოს კორონავირუსის კვლევა ან სხვა დაკავშირებული აქტივობები, რომლებიც განხორციელდა ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში Covid-19-ის გავრცელებამდე.

განსაკუთრებით აშშ-ს რესპუბლიკური ფრთა ამტკიცებს, რომ Covid-19, რომელმაც ეპიდემიის დაწყებიდან 1 მილიონზე მეტი ამერიკელის სიცოცხლე შეიწირა, გავრცელდა ჩინეთში, ვუჰანში მდებარე ლაბორატორიიდან, მთავრობის წარმომადგენლები ვირუსის ლაბორატორიიდან ან ცხოველებიდან გავრცელების შესახებ უფრო ფრთხლ განცხადებებს აკეთებენ.


საკვანძო სიტყვები: #კანონპროექტი , #კოვიდ-19 , #ბაიდენი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები