ირანის ბირთვულ ობიექტზე 83,7 პროცენტით გამდიდრებული ურანის ნაწილაკები აღმოაჩინეს

ირანის ბირთვულ ობიექტზე 83,7 პროცენტით გამდიდრებული ურანის ნაწილაკები აღმოაჩინეს

1952944
ირანის ბირთვულ ობიექტზე 83,7 პროცენტით გამდიდრებული ურანის ნაწილაკები აღმოაჩინეს

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რევიზორებმა ირანის ფორდოს ბირთვულ ობიექტზე 83,7 პროცენტით გამდიდრებული ურანის ნაწილაკები აღმოაჩინეს.

ირანის ბირთვული საქმიანობის შესახებ მოხსენებაში, რომელსაც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო სამ თვეში ერთხელ უზიარებს დირექტორთა საბჭოს წევრ ქვეყნებს, მოიცავდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ამ ქვეყანაში მაღალი დოზით გამდიდრებული ურანის ნაწილაკები იქნა აღმოჩენილი.

მოხსენების თანახმად, რევიზორებმა 21 იანვარს შენიშნეს, ირანის მიწისქვეშა ბაზაზე ფორდოში ორეტაპიანი IR-6 ცენტრიფუგა იყო კონფიგურირებული "მნიშვნელოვნად განსხვავებული" გზით, ვიდრე ადრე იყო გამოცხადებული; დადგინდა, რომ აქედან აღებული ნიმუშები 83,7 პროცენტამდე სუფთა ნაწილაკები იყო.

„ირანმა აცნობა სააგენტოს, რომ გარდამავალ პერიოდში შესაძლოა ადგილი ჰქონოდა გამდიდრების დონის „არასასურველ რყევებს“. - ნათქვამია სააგენტოს ანგარიშში.

სააგენტოსა და ირანს შორის საკითხის გარკვევის მიზნით მოლაპარაკებები გრძელდება.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ  ადრე განაცხადა, რომ ირანმა ურანის 60 პროცენტით გამდიდრება მოახდინა.

20 თებერვალს ზოგიერთ საერთაშორისო მედიასაშუალებაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირანმა ურანი 84 პროცენტით გაამდიდრა, თეირანის ხელისუფლებამ კი ეს უარყო.



მსგავსი ინფორმაციები