ყირგიზეთში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

ყირგიზეთში, ისიქ-ქოლის რეგიონში, ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

1951998
ყირგიზეთში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

ყირგიზეთში, ისიქ-ქოლის რეგიონში, ზედიზედ ორი 5,1 და 5,6 მაგნიტუდის სიმძლავრი მიწისძვრა მოხდა.

ყირგიზეთის სეისმოლოგიის ინსტიტუტის განცხადებაში ნათქვამია, რომ 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ადგილობრივი დროით 03:42 საათზე მოხდა ისიქ-ქოლის რეგიონში და ბიძგები მიმდებარე სოფლებში იგრძნობოდა.

განცხადების მიხედვით, მეორე 5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ისიქ-ქოლის რეგიონში, ჩინეთის საზღვართან, ადგილობრივი დროით 05:58 წუთზე 35 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა.

ყირგიზეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ განაცხადა, რომ პირველადი ინფორმაციით, მსხვერპლი ან ნგრევა არ მომხდარა.


საკვანძო სიტყვები: #მიწისძვრა , #ყირგიზეთი

მსგავსი ინფორმაციები