იაპონიაში სანაპიროზე საეჭვო ობიექტი აღმოაჩინეს

იაპონიაში, შიზუოკას პრეფექტურის ქალაქ ჰამამაცუს სანაპიროზე საეჭვო ობიექტი აღმოაჩინეს

1950110
იაპონიაში სანაპიროზე საეჭვო ობიექტი აღმოაჩინეს

იაპონიაში, შიზუოკას პრეფექტურის ქალაქ ჰამამაცუს სანაპიროზე საეჭვო ობიექტი აღმოაჩინეს.

პოლიცია ადგილზე მას შემდეგ გაიგზავნა, რაც ენშუს სანაპიროზე აღმოჩენილი ამოუცნობი ობიექტის შესახებ ადგილობრივ ხელისუფლებას ეცნობა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ 1,5 მეტრი დიამეტრის სფერული ობიექტი მთლიანად დაჟანგულია და მასზე ამობურცული ადგილია.

X სხივებით გამოკვლევის შემდეგ დადგინდა, რომ საგანი, რომელიც ცარიელი აღმოჩნდა, აფეთქების საშიშროებას არ შეიცავდა.

აღინიშნა, რომ ადგილობრივმა პოლიციამ უსაფრთხოების მიზნით ობიექტის ირგვლივ 200 მეტრი შემოზღუდა და გარკვეული ხნით ჩაკეტა სამოქალაქოების შესვლა.

გავრცელებული ინფორმაციით, ობიექტის ფოტოები იაპონიის თავდაცვის ძალებს (SDF) და სანაპირო დაცვის ექსპერტებს გაეგზავნა.

ეროვნულ პრესაში ითქვა, რომ ობიექტი შეფასდა როგორც საზღვაო ნაღმი.


საკვანძო სიტყვები: #საეჭვო ობიექტი , #იაპონია

მსგავსი ინფორმაციები