2022 ევროპაში მეორე ყველაზე ცხელი წელი იყო

2022 წელი მსოფლიოში მე-5 ყველაზე თბილი წელია მათ შორის, რაც კი ოდესმე გაზომილა, ხოლო ევროპაში კი მეორე ყველაზე თბილი წელი

1931165
2022 ევროპაში მეორე ყველაზე ცხელი წელი იყო

ცნობილი გახდა, რომ 2022 წელი მსოფლიოში მე-5 ყველაზე თბილი წელია მათ შორის, რაც კი ოდესმე გაზომილა, ხოლო ევროპაში კი მეორე ყველაზე თბილი წელი.

ევროკავშირის კოპერნიკის კლიმატის ცვლილებების სამსახურის ცნობით, 2022 წელს დაფიქსირდა ტემპერატურის მრავალი რეკორდი და გაიზარდა სათბურის გაზების კონცენტრაცია.

ევროკავშირის მონაცემებით, 2022 წელი იყო „მეხუთე ყველაზე თბილი წელი, რაც გაზომილია ტემპერატურის ჩანაწერების შენახვის შემდეგ“.

ბოლო 8 წელი დაფიქსირდა, როგორც „ყველაზე ცხელი 8 წლიანი პერიოდი“.

გასულ წელს საშუალო წლიური ტემპერატურა 0,3 გრადუსით აღემატებოდა 1991-2020 წლების საანგარიშო პერიოდს.

1850-1900 წლების პერიოდთან შედარებით ტემპერატურა 1,2 გრადუსით გაიზარდა.

ნახშირორჟანგის კონცენტრაცია ატმოსფეროში გაიზარდა დაახლოებით 2,1 ppm-ით, ისევე როგორც ბოლო წლებში.

მეორე მხრივ, ევროპის კონტინენტმა 2022 წელს მეორე ყველაზე თბილი წელი განიცადა. ყველაზე ცხელი წელი 2020 იყო.

სეზონური გაზომვების მიხედვით, ევროპის კონტინენტს ჰქონდა ყველაზე ცხელი ზაფხული და მესამე ყველაზე თბილი შემოდგომა 2022 წელს.

თუ გადავხედავთ სხვა რეგიონებს, ხანგრძლივმა სიცხემ დააზარალა პაკისტანი, ინდოეთი და ჩინეთი მთელი ზაფხულის განმავლობაში და პაკისტანში ბოლო წლების განმავლობაში წყალდიდობის უდიდესი კატასტროფა მოხდა.

ავსტრალიის კონტინენტზე ლა ნინიას პირობების ზემოქმედებით, ჰაერის ტემპერატურა დაბალი იყო და ადგილი ჰქონდა ძლიერ წვიმებს.

თებერვალში ყინულის რაოდენობა ანტარქტიდის ზღვაში (Weddell) 44 წლის სატელიტური ჩანაწერების მიხედვით ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა.


საკვანძო სიტყვები: #ყველაზე ცხელი წელი , #ევროპა

მსგავსი ინფორმაციები