ბანგლადეშელმა მეცნიერებმა პოლიომიელიტის ორალური ვაქცინა შექმნეს

კვლევა, ბილ და მელინდა გეითსის ფონდის მიერ იქნა დაფინანსებული

1917836
ბანგლადეშელმა მეცნიერებმა პოლიომიელიტის ორალური ვაქცინა შექმნეს

ბანგლადეშელმა მეცნიერებმა პოლიომიელიტის ორალური ვაქცინა შექმნეს. კვლევა, რომელიც ბილ და მელინდა გეითსის ფონდის მიერ იქნა დაფინანსებული, კვლევა დაკაში დაფუძნებულ ბანგლადეშის დიარეის დაავადებათა საერთაშორისო კვლევით ცენტრში (ICDDR,B), ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში (CDC) და სეულში ვაქცინის საერთაშორისო ინსტიტუტში ჩატარდა. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიომიელიტის ვაქცინის ორალური გზით გამოყენებისათვის, შესაბამისი ნებართვისათვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (WHO) უკვე მიმართს.

კვლევების შედეგად დაფიქსირდა, რომ პოლიომიელიტის წინააღმდეგ ახლად შემუშავებულმა ვაქცინამ, რომელიც ცნობილია როგორც 2 ტიპის პოლიომიელიტის ვირუსი, განავითარა 99 პროცენტით დამცავი ანტისხეულები ახალშობილებში.

ბანგლადეშში ჩატარებული კვლევის ფარგლებში, ვაქცინის მეორე ეტაპის ტესტირება, 2020 წლის სექტემბრიდან 2021 წლის აგვისტომდე ჩატარდა. ვაქცინის ორი დოზა ან პლაცებო გაუკეთდა 327 ქალს, შედეგებმა აჩვენა, რომ 325 ქალს შესაბამისი იმუნიტეტი აღმოუჩნდა.

კვლევა სამეცნიერო შედეგები ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნდა.



მსგავსი ინფორმაციები