TOGG-ი 2023 წელს 17-18 ათასი ავტომობილის წარმოებას გეგმავს

TOGG-ი 2023 წელს 17-18 ათასი ავტომობილის წარმოებას გეგმავს

1898097
TOGG-ი 2023 წელს 17-18 ათასი ავტომობილის წარმოებას გეგმავს

პირველი თურქული ავტომობილი TOGG-ი, 2023 წელს 17-18 ათასი ავტომობილის წარმოებას გეგმავს. მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრმა მუსტაფა ვარანკმა ერთ-ერთ კერძო ტელევიზიასთან ინტერვიუში დღის წესრიგთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა. მინისტრის თქმით, ბურსას ოლქის გემლიქის რაიონში კამპუსის მშენებლობა დასრულებულია, სადაც TOGG-ის სერიული წარმოება განხორციელდება.  ვარანკმა განაცხადა, რომ პირველ მანქანას, რომელიც სერიული წარმოების ხაზიდან გამოვა, მოქალაქეებს პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი წარუდგენს.

მუსტაფა ვარანკმა აღნიშნა, რომ პირველი თურქული ავტომობილის TOGG-ის ქარხანა გემლიქში, 29 ოქტომბერს პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მონაწილეობით გაიხსნება.



მსგავსი ინფორმაციები