ხომალდი DART-ი ასტეროიდს დაეჯახა

ხომალდი DART-ი, დედამიწიდან დაახლოებით 11 მილიონი კილომეტრის დაშორებით ასტეროიდს წარმატებით დაეჯახა, ისე როგორც დაგეგმილი იყო

1885237
ხომალდი DART-ი ასტეროიდს დაეჯახა

ამერიკის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს (NASA) კოსმოსური ხომალდი DART-ი, დედამიწიდან დაახლოებით 11 მილიონი კილომეტრის დაშორებით ასტეროიდს წარმატებით დაეჯახა, ისე როგორც დაგეგმილი იყო.

დედამიწის პოტენციური ასტეროიდის ან კომეტის საფრთხეების წინააღმდეგ თავდაცვის ტექნოლოგიის შესამოწმებლად კოსმოსში გაშვებული ხომალდი დროულად დაეჯახა Dimorphos-ის სახელწოდების ასტეროიდს, რომელიც დედამიწას საფრთხეს არ უქმნიდა.

ასტეროიდის ორიენტაციის ტესტისთვის მომზადებულმა კოსმოსურმა ხომალდმა DART-მა Dimorphos-ს საათში დაახლოებით 23000 კილომეტრი სიჩქარით უბიძგა, რათა იგი ორბიტიდან გადაეხარა.

შეჯახება პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა NASA-ს ვებსაიტზე და ყველა სოციალურ ქსელში.

შეჯახება პირველად ჩატარდა, როგორც სატესტო შემთხვევა, რათა გაზომილი და თავიდან აცილებული იქნას მომავალში პოტენციურად საფრთხის შემცველი ციური ობიექტები.

შეჯახების მომენტი დაფიქსირდა ჰაბლის, ვების და ლუსის ტელესკოპებით, ასევე კოსმოსურ ხომალდზე განთავსებული კამერით.


საკვანძო სიტყვები: #ასტეროიდი , #ხომალდი , #ნასა

მსგავსი ინფორმაციები