"იდუმალი" ობიექტი Space X-ის რაკეტა აღმოჩნდა

"იდუმალი" ობიექტი Space X-ის რაკეტა აღმოჩნდა

1884658
"იდუმალი" ობიექტი Space X-ის რაკეტა აღმოჩნდა

გაირკვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონსა და მიმდებარე შტატებში გამოჩენილი „იდუმალი“ ობიექტი Space X-ის მიერ გაშვებული რაკეტა Falcon 9 იყო.

შაბათს საღამოს ვაშინგტონისა და მიმდებარე მერილენდისა და ვირჯინიის შტატებში გამოჩენილმა „იდუმალმა“ ციურმა სხეულმა დიდი დაინტერესება გამოიწვია.

ბევრი ადამიანი, ვინც ობიექტის სურათებს სოციალური მედიის პლატფორმებზე აზიარებდა, კითხულობდა რა იყო იგი.

დადგინდა, რომ ობიექტი იყო რაკეტა Falcon 9, რომელიც კომპანია Space X-ის მიერ ფლორიდაში მდებარე ბაზიდან იქნა გაშვებული და მას Starlink-ის თანამგზავრები გადაჰქონდა.

Space X-ის განცხადებაში აღინიშნა, რომ რაკეტამ ორბიტაზე Starlink-ის 52 თანამგზავრი გადაიტანა.


საკვანძო სიტყვები: #Falcon 9 , #რაკეტა , #Space X

მსგავსი ინფორმაციები