აშშ-მ ფართო მასშტაბიანი წვრთნები დაიწყო

სწავლების მიზანია „სამხედრო ექსპერტიზის გაცვლა და პარტნიორ ქვეყნებს შორის თავსებადობის გაუმჯობესება“

1875895
აშშ-მ ფართო მასშტაბიანი წვრთნები დაიწყო

ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) გამოაცხადა, რომ ორკვირიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო იორდანიასა და სხვა 28 ქვეყანასთან ერთად.

CENTCOM-ის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია: „ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, იორდანიამ და სხვა 28  ქვეყანამ იორდანიაში დაიწყო ორკვირიანი წვრთნები 'Eager Lion'-ი. პრაქტიკა, რომელიც ჩატარდება 4-15 სექტემბერს, წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ სამხედრო წვრთნებს რეგიონში“.

სწავლების მიზანია „სამხედრო ექსპერტიზის გაცვლა და პარტნიორ ქვეყნებს შორის თავსებადობის გაუმჯობესება“.

წვრთნები, რომელიც წელს მე-10 ჩატარდება, მოიცავს „შორ მანძილზე დაბომბვას, წარმოსახვითი მტრის კიბერ საფრთხეებისგან თავდაცვას, უწყებათაშორის კომუნიკაციას და კოორდინაციას, ტერორიზმთან ბრძოლის უნარების განვითარებას, ინტეგრირებულ საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სინქრონიზაციას, საზღვაო და სასაზღვრო უსაფრთხოების გაფართოებულ კომპეტენციებს, კატასტროფებზე რეაგირებას და ჰუმანიტარულ დახმარებას. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ 2021 წელს ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) გამო გადადებულ მრავალმხრივ სასწავლო წვრთნებში გარდა შეიარაღებული ძალების აშშ-ს 1700 და იორდანიის 2200 წევრისა, დანარჩენი 28 ქვეყნის 591 წევრი მონაწილეობს როგორც კოალიციის პერსონალი ან დამკვირვებელი.


საკვანძო სიტყვები: #სამხედრო წვრთნები , #იორდანია , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები