სამხრეთ კორეის და აშშ-ს სამხედრო წვრთნები მომავალ კვირას დაიწყება

სამხრეთ კორეისა და ამერიკის შეერთებული შტატების ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები მომავალ კვირას დაიწყება

1868589
სამხრეთ კორეის და აშშ-ს სამხედრო წვრთნები მომავალ კვირას დაიწყება

სამხრეთ კორეისა და ამერიკის შეერთებული შტატების ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები მომავალ კვირას დაიწყება.

სამხრეთ კორეამ გამოაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთობლივი წვრთნები დაიწყება მომავალ კვირას ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ, რომელმაც "გაზარდა ბირთვული საფრთხეები და გამოავლინა აგრესიული პოზიცია".

სამხრეთ კორეის არმიის განცხადებით, საზაფხულო წვრთნები სახელწოდებით „ულჩის თავისუფლების ფარი“ 22 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე პერიოდში ჩატარდება.

წვრთნებში სამხედრო თვითმფრინავების, საზღვაო დაჯავშნული ხომალდების, ტანკების გარდა ათასობით ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას.

წვრთნებში, სადაც პირველი 4 დღე ჩატარდება სამოქალაქო თავდაცვის წვრთნები, ერთობლივი შეტევისა და ფრონტის მომარაგების სწავლება გაიმართება.

სასწავლო თემებს შორისაა უპილოტო საფრენი აპარატების და ახალი თაობის ომის ტექნოლოგიების გამოყენება, ასევე ჩატარდება სამხედრო-სამოქალაქო მხარდაჭერით თავდაცვის სწავლება პორტებზე, აეროპორტებსა და ინდუსტრიულ ზონებზე თავდასხმების დროს.

აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ლოიდ ჯ. ოსტინმა და მისმა სამხრეთ კორეელმა კოლეგამ, ლი იონგ სუპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინის მუქარის შემდეგ ივლისში განაცხადეს, რომ ისინი შეთანხმდნენ გააძლიერონ მოკავშირეების შემაკავებელი პოზიცია და გააფართოვონ ერთობლივი სამხედრო წვრთნები 2022 წლის მეორე ნახევარში.



მსგავსი ინფორმაციები