ევროპის ქვეყნებში „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევების რაოდენობამ 17 ათას 509 შეადგინა

ევროპის ქვეყნებში „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევების რაოდენობამ 17 ათას 509 შეადგინა

1866831
ევროპის ქვეყნებში „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევების რაოდენობამ 17 ათას 509 შეადგინა

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროპის ქვეყნებში „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევების რაოდენობამ 17 ათას 509 შეადგინა.

დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის (ECDC) და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ერთობლივი კვლევის მიხედვით, 9 აგვისტოს მდგომარეობით ევროპის 35 ქვეყანაში გამოვლენილი „მაიმუნის ყვავილის“ 17,509 შემთხვევიდან 99 პროცენტი მამაკაცებში დაფიქსირდა.

შემთხვევების 40 პროცენტი 31-40 წლის ასაკობრივ ჯგუფში, 24 პროცენტი 41-50 წლის ასაკობრივ ჯგუფში, ხოლო 23 პროცენტი კი 18-30 წლის ასაკობრივ ჯგუფში დაფიქსირდა.

13000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა ესპანეთში, გერმანიაში, ინგლისსა და საფრანგეთში.

ესპანეთში „მაიმუნის ყვავილის“ 5 ათას 162, გერმანიაში 2 ათას 982, ინგლისში 2 ათას 973 და საფრანგეთში 2 423 შემთხვევა დაფიქსირდა.

უმეტეს შემთხვევაში გამოვლინდა ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სიწითლე ან გამონაყარი, ასევე მაღალი ტემპერატურა, დაღლილობა, კუნთების და თავის ტკივილი და სიცივის შეგრძნება.


საკვანძო სიტყვები: #მაიმუნის ყვავილი , #ევროპა

მსგავსი ინფორმაციები