მსოფლიოს წლევანდელი ლიმიტი ამოწურულია

მიმდინარე წლის რესურსები 2022 წლის 28 ივლისს ამოიწურა

1861230
მსოფლიოს წლევანდელი ლიმიტი ამოწურულია

„გლობალური ნაკვალევის ქსელის“ (GFN) თანახმად, რომელიც მსოფლიოს ბუნებრივი რესურსების და ხალხის მიერ მათი გამოყენების გაზომვით ითვლის წლის „მსოფლიო ლიმიტის ამოწურვის დღეს“, მიმდინარე წლის რესურსები 2022 წლის 28 ივლისს ამოიწურა.

„ლიმიტის ამოწურვის დღე“, რაც ნიშნავს იმ დღეს, როდესაც წლიური ბუნებრივი რესურსები მოიხმარება, იცვლება ყოველწლიურად იმის მიხედვით, თუ რა რესურსები შეუძლია იმ წელს მსოფლიომ აწარმოოს და ხალხმა მოიხმაროს.

ბუნებრივი რესურსები და ადამიანების მიერ მათი მოხმარება გამოითვლება 1961 წლიდან და კაცობრიობამ იმაზე მეტი, ვიდრე მსოფლიომ აწარმოა პირველად 1971 წელს მოიხმარა.

პირველი "ლიმიტის ამოწურვის დღე" დაფიქსირდა იმ წლის 25 დეკემბერს.

წელს დაფიქსირებული 28 ივლისი ყველაზე ადრეული თარიღია, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა. 2022 წელში ბუნებრივი რესურსები 156 დღით ადრე ამოიწურა.

გლობალური ნაკვალევის ქსელის თანახმად, იმისათვის, რომ 2050 წლისთვის რესურსები 31 დეკემბრამდე იყოს გამოყენებული, საჭიროა ყოველწლიურად იმ თარიღამდე 6 დღით გადაიდოს „მსოფლიო ლიმიტის ამოწურვუს დღე“.



მსგავსი ინფორმაციები