აშშ-ში კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ვაქცინა Novavax-ის გადაუდებელი გამოყენება მეოთხედ იქნა ნებადართული

ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) წინააღმდეგ საბრძოლველად ვაქცინა Novavax-ის გადაუდებელი გამოყენება უკვე მეოთხედ იქნა ნებადართული

1855564
აშშ-ში კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ვაქცინა Novavax-ის გადაუდებელი გამოყენება მეოთხედ იქნა ნებადართული

ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) წინააღმდეგ საბრძოლველად ვაქცინა Novavax-ის გადაუდებელი გამოყენება უკვე მეოთხედ იქნა ნებადართული.

აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) ვებსაიტზე გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვაქცინა Novavax-ოს სარგებელი აღემატება რისკებს და ის დამტკიცებულია აშშ-ში გადაუდებელი გამოყენებისთვის 18 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის.

Novavax-ი გახდა მე-4 ვაქცინა, რომელიც 13 ივლისიდან გამოიყენება აშშ-ში დროებითი ნებართვით Covid-19-ის წინააღმდეგ Pfizer-Biontech-ის, Moderna-სა და Johnson & Johnson-ის შემდეგ.

ამჟამინდელ ვითარებაში ცნობილია, რომ ვაქცინას, რომელიც შეიძლება დაინიშნოს ორ დოზის სერიის სახით 3 კვირიანი ინტერვალით მათთვის, ვისაც ადრე არ გაუკეთებია კოვიდ-19 ვაქცინა, არ შეიძლება მიენიჭოს უპირატესობა „ბუსტერ“ დოზად მათთვის, ვისაც ადრე გაკეთებული აქვს კოვიდ-19-ის ვაქცინა.

ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მონაცემების მიხედვით, რომელიც აკვირდება კოვიდ-19-ის ვაქცინაციის სტატისტიკას აშშ-ში, კვლავ ჩანს, რომ მოსახლეობის 21,5 პროცენტს არ აქვს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის არც ერთი დოზა მიღებული.



მსგავსი ინფორმაციები