გრიპის ვაქცინა ალცჰეიმერის დაავადების რისკს 40%-ით ამცირებს

გრიპის ვაქცინა ალცჰეიმერის დაავადების რისკს 40%-ით ამცირებს

1849808
გრიპის ვაქცინა ალცჰეიმერის დაავადების რისკს 40%-ით ამცირებს

ალცჰეიმერის დაავადების რისკი 40 პროცენტით ნაკლებია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იღებენ გრიპის ვაქცინას.

Nature World News-ის ახალი ამბების მიხედვით, აშშ-ში, ჰიუსტონის უნივერსიტეტის ტეხასის ჯანმრთელობის სამეცნიერო ცენტრის მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, გრიპის ვაქცინასა და ალცჰეიმერის დაავადებას შორის კავშირზე.

კვლევაში, 65 წელს გადაცილებული 935 ათასზე მეტი აცრილი და არავაქცინირებული ადამიანი მონაწილეობდა. დაკვირვება 4 წლის განმავლობაში გრძელდებოდა და დადგინდა, რომ დემენციასთან დაკავშირებული დაავადება დაფიქსირდა აცრილი სუბიექტების 5,1 პროცენტში და 8,5 პროცენტში, ვინც არ იყო ვაქცინირებული.

ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ალცჰეიმერის დაავადების რისკი 40 პროცენტით შემცირდა მათთან, ვისაც გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა აქვს გაკეთებული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში 55 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს ალცჰეიმერით.

ალცჰეიმერი განისაზღვრება, როგორც ნეიროდეგენერაციული დაავადება, რომელსაც ახასიათებს ყოველდღიური აქტივობების დაქვეითება და შემეცნებითი შესაძლებლობების დაქვეითება, რასაც თან ახლავს ნეიროფსიქიატრიული სიმპტომები და ქცევითი ცვლილებები.


საკვანძო სიტყვები: #ალცჰეიმერი , #გრიპის ვაქცინა

მსგავსი ინფორმაციები