აშშ ძლიერ წვიმებს და მაღალ ტემპერატურას ებრძვის

ამერიკის შეერთებულ შტატებში ძლიერი წვიმა და ცხელი ამინდი კვლავ უარყოფითად მოქმედებს მოსახლეობაზე

1843782
აშშ ძლიერ წვიმებს და მაღალ ტემპერატურას ებრძვის

ამერიკის შეერთებულ შტატებში ძლიერი წვიმა და ცხელი ამინდი კვლავ უარყოფითად მოქმედებს მოსახლეობაზე.

ქალაქ მილუოკიში, ვისკონსინის შტატში, განაცხადეს, რომ ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული წყალდიდობასას 3 ადამიანი გაუჩინარდა სანიაღვრე არხში.

პოლიციაში აცხადებენ, რომ დაკარგული ადამიანების სამძებრო სამუშაოები, რომლებიც, სავარაუდოდ, ერთი ოჯახის წევრები არიან, გრძელდება.

აღინიშნა, რომ ძლიერი წვიმის გამო წყალდიდობა მოხდა ილინოისის, ინდიანას, მიჩიგანსა და ოჰაიოს შტატებში, დაზიანების გამო კი მრავალი გზა გადაიკეტა სატრანსპორტო მოძრაობისთვის.

საიტის „PowerOutage.us“-ის ინფორმაციით, ქვეყნის ჩრდილო-ცენტრალურ შტატებში, სადაც ქარიშხალმა ხეები და ბოძები წააქცია, დაახლოებით 500 000 სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

იელოუსტოუნის ეროვნული პარკი ასევე დაიკეტა ვიზიტორებისთვის ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული წყალდიდობის გამო.

აღინიშნა, რომ მონტანასა და ვაიომინგის გზები და ხიდები, რომლებიც უზრუნველყოფენ პარკში ტრანსპორტირებას, გამოუსადეგარი გახდა ძლიერი წვიმისა და თოვლის უეცარი დნობის გამო, ხოლო პარკის ირგვლივ მცხოვრები მოსახლეობა და პარკის დამთვალიერებელი ტურისტები რეგიონში ჩარჩნენ.

უფლებამოსილებმა განაცხადეს, რომ ამ დროისთვის მსხვერპლის ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ და დაზიანებული გზების გახსნისთვის მუშაობა გრძელდება.

აშშ-ს ცენტრალური ნაწილები, მექსიკის ყურედან ჩიკაგომდე, ასევე სეზონურზე მაღალი ჰაერის ტემპერატურის წინაშე აღმოჩნდა.

უფლებამოსილებმა განაცხადეს, რომ ტემპერატურა 45 გრადუსამდე გაიზრდება და ჰაერის ცხელი ტალღის გამო, რომელიც გავლენას დაახლოებით 100 მილიონ ადამიანზე მოახდენს, მოსახლეობა გააფრთხილეს გარეთ არ გავიდნენ თუ ამის აუცილებლობა არ იქნება.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ აღმოსავლეთისკენ მოძრავი სიცხის ტალღა ეფექტს მომდევნო კვირაშიც შეინარჩუნებს. ქვეყნის დასავლეთით კალიფორნიისა და ნიუ-მექსიკოს შტატები კი მშრალი და ცხელი ამინდის გამო გამოწვეულ ტყის ხანძრებს ებრძვიან.



მსგავსი ინფორმაციები