აშშ-მა ყველა საჰაერო ქვედანაყოფში ფრენების შეჩერება გამოაცხადა

აშშ-მა ყველა საჰაერო ქვედანაყოფში ფრენების შეჩერება გამოაცხადა, რათა ჩაატაროს თვითმფრინავების უსაფრთხოების შემოწმება

1842309
აშშ-მა ყველა საჰაერო ქვედანაყოფში ფრენების შეჩერება გამოაცხადა

ამერიკის შეერთებული შტატების ფლოტმა, ბოლოდროინდელი ავარიების შემდეგ, ყველა საჰაერო ქვედანაყოფში ფრენების შეჩერება გამოაცხადა, რათა ჩაატაროს თვითმფრინავების უსაფრთხოების შემოწმება.

ფრენების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს ივნისში სამი ავარიის შემდეგ, რომელთაგანაც ორი ფატალური იყო.

აშშ-ს საზღვაო ძალების პილოტი, 3 ივნისს ლოს-ანჯელესის მახლობლად მომხდარი უბედური შემთხვევის დროს დაიღუპა, როდესაც საწვრთნელ ფრენას ატარებდა თვითმფრინავით F/A-18E Super Hornet.

8 ივნისს, ხუთი საზღვაო ქვეითი დაიღუპა კიდევ ერთი თვითმფრინავის MV-22B Osprey-ის კალიფორნიაში სან დიეგოს აღმოსავლეთით ჩამოვარდნის შედეგად.

9 ივნისს, კალიფორნიაში რუტინული სასწავლო ფრენის დროს ავიაკატასტროფა განიცადა ვერტმფრენმა MH-60S Seahawk-მა. საზღვაო ძალებმა განაცხადეს, რომ ვერტმფრენში მყოფი ოთხივე ადამიანი გადარჩა.

სამივე ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.



მსგავსი ინფორმაციები