თურქეთში რიგით მეოთხე საბურღი გემი ჩამოვიდა

7 მარტს სამხრეთ კორეის პორტ ოკპოდან გამოსული გემი მეშვიდე თაობის მოწინავე ტექნოლოგიას ფლობს

1829366
თურქეთში რიგით მეოთხე საბურღი გემი ჩამოვიდა

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფათიჰ დონმეზმა განაცხადა, რომ მე-4 საბურღი ხომალდი, რომელიც თურქეთში ჩავიდა, მოსამზადებელი ეტაპის შემდეგ ახალი სასიხარულო ამბისთვის ზღვაში გავა.

მინისტრმა დონმეზმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ მე-4 საბურღი გემი თურქეთშია.

"თაშუჯუს პორტში 2 თვიანი მოსამზადებელი პერიოდის შემდეგ ჩვენი გემი დაიწყებს პირველ გაბურღვით სამუშაოებს. ჩვენი ერის ლოცვითა და ჩვენი მშრომელების ოფლით, ის ახალ სასიხარულო ამბებისთვის ზღვაში გავა." - თქვა მინისტრმა.

7 მარტს სამხრეთ კორეის პორტ ოკპოდან გამოსული გემი მეშვიდე თაობის მოწინავე ტექნოლოგიას ფლობს.

გემი, რომლის სიგრძეა 238 მეტრი და სიგანე 42 მეტრი, კონტროლისა და შეღებვის მსგავსი საბურღი მოსამზადებელი სამუშაოებისთვის პორტში  დაახლოებით 2 თვის განმავლობაში დარჩება.


საკვანძო სიტყვები: #საბურღი გემი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები