აშშ-მა ჰიპერბგერით იარაღი გამოსცადა

აშშ-მა ჰიპერბგერით იარაღი გამოსცადა

1828386
აშშ-მა ჰიპერბგერით იარაღი გამოსცადა

ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების სარდლობამ გამოაცხადა, რომ მათ ჰიპერბგერითი იარაღი გამოსცადეს, რომელიც  ხუთჯერ აღემატება ხმის სიჩქარეს.

აშშ-ს საჰაერო ძალების სარდლობიდან საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია: „აშშ-ს საჰაერო ძალების B-52H ტიპის Stratofortress თვითმფრინავმა, 14 მაისს სამხრეთ კალიფორნიის სანაპიროსთან წარმატებით გაუშვა AGM-183A ტიპის სწრაფი რეაგირების იარაღი (ARRW). ჰიპერბგერითი იარაღი ხუთჯერ აღემატება ხმის სიჩქარეს. ტესტირებამ წარმატებით ჩაიარა“.

ცნობისათვის აღნიშნული იარაღი კომპანია, Lockheed Martin-მა შეიმუშავა.



მსგავსი ინფორმაციები