ჩინეთის საზღვაო ძალებმა წვრთნები ჩაატარა

ჩინეთის საზღვაო ძალებმა წვრთნები ჩაატარა

1827751
ჩინეთის საზღვაო ძალებმა წვრთნები ჩაატარა

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთის საზღვაო ძალებმა ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ყვითელ ზღვაში სამხედრო წვრთნა ჩაატარეს, რომელშიც მონაწილეობდა მის ინვენტარში არსებული ყველაზე დიდი გამანადგურებელი Lhasa.

ადგილობრივი მედიის ცნობით, „ტიპი 055“ კლასის მართვადი რაკეტების გადამტანმა გამანადგურებელმა, „ტიპი 056A“ კლასის სამმა კორვეტმა „მაღალ-დაბალი შერევის“ სამიზნეების წინააღმდეგ წვრთნები ჩაატარა.

სახელმწიფო ტელევიზიის CCTV-ის ცნობით, 3 დღიანი წვრთნების დროს, რომელშიც ასევე სხვა გემები, წყალქვეშა გემები, ადრეული გამაფრთხილებელი თვითმფრინავები და ვერტმფრენები მონაწილეობდა, ჩატარდა საზენიტო, გემთსაწინააღმდეგო და წყალქვეშა გემების საწინააღმდეგო სისტემებით სწავლება.

ინფორმაციის მიხედვით, წვრთნები მიზნად ისახავდა რთულ ელექტრომაგნიტურ გარემოში სხვადასხვა ტიპის გემების ერთობლივი მოქმედების შესაძლებლობების გამოცდას.

ჩინეთის საზღვაო ძალებმა 2017-2020 წლებში ექსპლუატაციაში ჩაუშვეს 8 ერთეული „ტიპი 055“-ის ხომალდი და ბოლო 10 წლის განმავლობაში 70-ზე მეტი „ტიპი 056“ და „ტიპი 056A“ ხომალდი.

გამანადგურებელი Lhasa, რომელიც საზღვაო ფლოტს იანვარში შეუერთდა, ცნობილია, როგორც "მეორე ყველაზე ძლიერი გამანადგურებელი მსოფლიოში" ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების "DDG-1000" ტიპის გამანადგურებელი Zumwalt-ის შემდეგ, რომლის წონაც 12 ათასი ტონაა.


საკვანძო სიტყვები: #წვრთნები , #საზღვაო ძალები , #ჩინეთი

მსგავსი ინფორმაციები