აშშ-ს ხელისუფლებამ შესაძლოა გზა გაუხსნას თურქეთისთვის F-16-ების მიყიდვას

ბაიდენის ადმინისტრაციამ გაზარდა მუშაობა ახალი იარაღის გაყიდვაზე, რამაც უკრაინის ომში შესრულებული როლის შემდეგ შეიძლება გზა გაუხსნას თურქეთისთვის F-16-ების მიყიდვას

1825721
აშშ-ს ხელისუფლებამ შესაძლოა გზა გაუხსნას თურქეთისთვის F-16-ების მიყიდვას

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ კონგრესს წინასწარი ინფორმაცია მიაწოდა F-16-ის ნაწილების და ამ თვითმფრინავებში გამოსაყენებელი ზოგიერთი სარაკეტო და სარადარო სისტემის გაყიდვის შესახებ.

Wall Street Journal-ის ინფორმაციით, რომელიც ეყრდნობა ამ თემასთან ახლოს მყოფ ამერიკელ ოფიციალურ პირებს, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გაზარდა მუშაობა ახალი იარაღის გაყიდვაზე, რამაც უკრაინის ომში შესრულებული როლის შემდეგ შეიძლება გზა გაუხსნას თურქეთისთვის F-16-ების მიყიდვას.

მის მიხედვით, ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესს გაუგზავნა პროექტი თურქეთისთვის F-16-ის ნაწილების, აგრეთვე ამ თვითმფრინავებში გამოსაყენებელი სარაკეტო და სარადარო სისტემების მიყიდვის შესახებ. თუ კონგრესის ლიდერები არ გააპროტესტებენ ამ გაყიდვას, მოსალოდნელია, რომ გაყიდვის ოფიციალური შეტყობინება კონგრესს უახლოეს დღეებში გაეგზავნება.

ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის ამ ნაბიჯზე გავლენა მოახდინა რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებში თურქეთის როლმა და უკრაინის არმიის შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატებით მხარდაჭერამ.

გარდა ამისა, უფლებამოსილთა აზრით, კონგრესში იარაღის ამ გაყიდვის დამტკიცებამ შესაძლოა გზა გაუხსნას თურქეთისთვის 40 ერთეული F-16-ის მიყიდვას.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ Wall Street Journal-ისთვის გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებენ, სანამ წინადადება ოფიციალურად არ გახდება.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ კონგრესში მარტში გაგზავნილ წერილში გაკეთდა შეფასება, რომ „თურქეთისთვის F-16-ების მიყიდვა აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება“.


საკვანძო სიტყვები: #კონგრესი , #F-16 , #აშშ , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები