აშშ-ს კონგრესის ბევრმა წევრმა მწვანე შუქი აუნთო F-16-ების თურქეთისთვის მიყიდვას

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ბევრმა წევრმა მწვანე შუქი აუნთო F-16-ების თურქეთისთვის მიყიდვას.

1822799
აშშ-ს კონგრესის ბევრმა წევრმა მწვანე შუქი აუნთო F-16-ების თურქეთისთვის მიყიდვას

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ბევრმა წევრმა მწვანე შუქი აუნთო F-16-ების თურქეთისთვის მიყიდვას.

აშშ-ში თავდაცვის სფეროში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მედია ორგანო „Defense News“-ის მიხედვით,  თურქეთის მიერ გავლილმა გზამ, რომელიც მოიცავს განსაკუთრებით უკრაინის ომში (რომელიც 24 თებერვლიდან გრძელდება) Bayraktar TB-2 უპილოტო საფრენი აპარატის გადაცემასა და რუსეთთან წარმოებულ დიპლომატიას, აშშ-ის კონგრესში დადებითი იმიჯი შექმნა.

სტატიაში, სადაც ხაზგასმულია, რომ თურქეთის ამ როლმა ბოლო პერიოდში შეამცირა კონგრესში შესაძლო წინააღმდეგობები F-16-ის ანკარისთვის შესაძლო მიყიდვის თაობაზე, ასევე ჩართულია კონგრესის გავლენიანი ფიგურების მოსაზრებები.

აღინიშნა, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მოსაზრებით, თურქეთისთვის F-16-ების მიყიდვა ემსახურება ნატოსა და ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების ინტერესებს და F-16-ის გაყიდვა ასევე შეიძლება ეფექტური იყოს თურქეთის მიერ უკრაინის მხარდაჭერის გასაგრძელებლად.

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, გრეგორი მიქსმა, განაცხადა: „ჩვენ უნდა ვისაუბროთ და ვიმუშაოთ თურქეთთან და სხვა ქვეყნებთან ერთად, რომლებიც ჩვენთან ერთად მოქმედებენ რუსეთის წინააღმდეგ. თურქეთმა გარკვეული ქმედებები დაიწყო სწორი მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ რაღაცეები დროდადრო გვაწუხებს, არის სფეროები, სადაც თურქეთთან ერთად მუშაობა გვჭირდება“.

თავის მხრივ, კონგრესის ბევრმა წევრმა, რომლებმაც დიდი ძალისხმევა გასწიეს თურქეთის F-35-ის პროგრამიდან ამოსაღებად, მიანიშნეს, რომ ისინი არ შეეწინააღმდეგებიან თურქეთისთვის F-16-ის მიყიდვას.

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარემ, ადამ სმიტმა განაცხადა: „ჩვენ გვჭირდება ურთიერთობა თურქეთთან, უნდა ვიპოვოთ გზა ამ ურთიერთობების აღდგენისთვის“.

სმიტმა აღნიშნა, რომ ბაიდენი მუშაობს თურქეთთან ურთიერთობების ბალანსის შესანარჩუნებლად და დაამატა:  „შეიძლება რთული იყოს ამ ბალანსის დამყარება, რადგან S-400-ის (საჰაერო თავდაცვის სისტემა) საკითხმა (რომელიც თურქეთმა იყიდა რუსეთისგან) გაართულა ჩვენი ურთიერთობები, მეორე მხრივ, ჩვენ არ შეგვიძლია უარი ვთქვათ ამ ურთიერთობაზე“.

"ჩვენ ველით, რომ თურქეთი გააგრძელებს გვერდში დგომას ნატოს მოკავშირეებთან უკრაინის მხარდასაჭერად, რომელიც საკუთარ მიწას იცავს ". - თქვა მაიკ მაკკოლმა, რესპუბლიკელების ლიდერმა წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში.

განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომი უკრაინაში ჯერ არ დასრულებულა: "ჩვენ ველით, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია მიმართავს კონგრესს ამ გაყიდვისთვის. თურქეთი კვლავ კონსტრუქციულ როლს ასრულებს უკრაინის კონფლიქტში."


საკვანძო სიტყვები: #F-16 , #კონგრესი , #თურქეთი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები