ყავის რეგულარული სმა სიცოცხლეს ახანგრძლივებს

ყავის მოხმარება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ან ინსულტის განვითარების ალბათობას დაახლოებით 20 პროცენტით ამცირებს

1777131
ყავის რეგულარული სმა სიცოცხლეს ახანგრძლივებს

დადგინდა, რომ ადამიანები, რომლებიც რეგულარულად მიირთმევენ ყავას, ცოცხლობენ 12 პროცენტით მეტხანს, ვიდრე ისინი, ვინც ყავას არ სვამენ.

ინგლისის დედოფალ მერის სახელობის უნივერსიტეტის და უნგრეთის სემელვეისის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ყავა ხელს უწყობს ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივებას.

დაახლოებით 500 ათას ადამიანზე ჩატარებული კვლევების მიხედვით, ადამიანები, რომლებიც რეგულარულად მოიხმარენ ყავას, 12 პროცენტით მეტხანს ცოცხლობენ, ვიდრე ისინი, ვინც ყავას არ სვამს.

კვლევის შედეგებმა ასევე აჩვენა, რომ ყავის მოხმარება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ან ინსულტის განვითარების ალბათობას დაახლოებით 20 პროცენტით ამცირებს.

სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ კვლევაში მითითებული სასარგებლო თვისებები მხოლოდ დაფქულ ყავას აქვს და ხსნადი ყავა ამ სარგებელს არ იძლევა.

მათ ასევე აღნიშნეს, რომ დღეში სამ ფინჯან ყავაზე მეტის მოხმარებას დამატებით სარგებელი არ მოაქვს და რომ ყავაში კოფეინის გარდა, არის მინერალები და ანტიოქსიდანტები, რომლებიც ეფექტურია კიბოს, ტიპი 2 დიაბეტის და დემენციის რისკის შესამცირებლად.

კვლევაში მონაწილეთა 22 პროცენტი არ სვამდა ყავას, 58 პროცენტი რეგულარულად სვამდა 1-დან 3 ფინჯან ყავას ყოველდღიურად, დანარჩენები კი სვამდნენ მინიმუმ 3 ფინჯან ყავას დღეში.

ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ყავა ასევე ზრდის მაღალი წნევის და გულის დაავადებებისგან სიკვდილის რისკს.



მსგავსი ინფორმაციები