აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა  ეგვიპტესთან დადებული სამხედრო გარიგება დაამტკიცა

ეს გარიგება მოიცავს 2,555 მილიარდი ღირებულების სამხედრო შესყიდვას

1768570
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა  ეგვიპტესთან დადებული სამხედრო გარიგება დაამტკიცა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაამტკიცა ეგვიპტესთვის 2,555 მილარდი დოლარის ღირებულების სამხედრო გარიგება, საიდანაც 2,2 მილიარდი მოიცავს C-130J Super Hercules ტიპის სატვირთო თვითმფრინავების, ხოლო 355 მილიონი კი, საჰაერო თავდაცვის რადარებისა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის მიყიდვას. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტოს წერილობით განცხადებაში. “კონგრესს გაეგზავნა შეტყობინება სამხედრო გარიგების დამტკიცების შესახებ, რომელიც მოიცავს 12 ერთეული C-130J ტიპის სატვირთო თვითმფრინავის, 12 სათადარიგო ძრავის, გენერატორების, საჰაერო რადარებისა და სხვა დამხმარე აღჭურვილობის ეგვიპტისათვის მიყიდვას“. თუ აშშ-ის კონგრესი არ გააპროტესტებს დეპარტამენტის ამ გადაწყვეტილებას, მაშინ მომდევნო 30 სამუშაო დღის განმავლობაში ადმინისტრაცია დაიწყებს მოლაპარაკებებს იმ ქვეყანასთან, რომელთანაც დადებულია ეს გარიგება. ამ მოლაპარაკებების დასასრულს, აშშ-ი ამ ქვეყანას სთავაზობს შეთავაზების წერილს და თუ მყიდველი ქვეყნისგან დადებით პასუხს მიიღებს, მის კვალდაკვალ შესყიდვის პროცესი დაიწყება.


საკვანძო სიტყვები: #ეგვიპტე , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები