თურქმა ექიმმა  თვალის ცენტრი გახსნა აშშ-ში

ეს ცენტრი, ვაშინგტონისა და ჩრდილოეთ ვირჯინიის რეგიონს მოემსახურება

1763870
თურქმა ექიმმა  თვალის ცენტრი გახსნა აშშ-ში

თურქმა ასოცირებულმა პროფესორმა, თვალის ექიმმა მუგე ქესენმა, თვალის დაავადებების მკურნალობის ფარგლებში, ბადურისა და უვეიტის ცენტრი გახსნა აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონის გარეუბანში. ქესენის მიერ დაარსებული ბადურის და უვეიტის ცენტრი გაიხსნა ცერემონიით, რომელსაც ესწრებოდნენ ვაშინგტონში თურქეთის საელჩოს თანამშრომლები და ადგილობრივი მცხოვრებლები. ძირითადად ვიტრეორდინალურ დაავადებებზე და თვალის შიდა ანთებაზე ფოკუსირებული ცენტრი მიზნად ისახავს მულტიდისციპლინური მიდგომის მოდელით, ერთ-ერთი წამყვანი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ინსტიტუტი გახდეს ჩრდილოეთ ვირჯინიასა და დედაქალაქ ვაშინგტონის გარეუბანში. ქესენი არის პირველი თურქი ვიტრეორეგიონალური ქირურგი, რომელმაც  თვალის ცენტრი გახსნა ამ რეგიონში.



მსგავსი ინფორმაციები