მერილენდში, ღორის გულის ადამიანზე ტრანსპლანტაცია მოახდინეს

ოპერაციიდან სამი დღის შემდეგ, პაციენტი თავს კარგად გრძნობს

1760839
მერილენდში, ღორის გულის ადამიანზე ტრანსპლანტაცია მოახდინეს

პირველად მთელს მსოფლიოში, 57 წლის მომაკვდავ პაციენტს როგორც ბოლო საშუალება, აშშ-ის მერილენდის საავადმყოფოში, ღორის გული ადამიანს გადაუნერგეს. მერილენდის ჰოსპიტალის განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპერაციიდან 3 დღის გასვლის შემდეგ, რომელიც „პირველად და უკიდურესად ექსპერიმენტულად“ ჩატარდა, პაციენტი კარგ მდგომარეობაში იმყოფება. მართალია ჯერ კიდევ ნაადრევია იმის თქმა, ეფექტური და სარგებლიანი იქნება თუ არა ეს ოპერაცია, მაგრამ სამაგიეროდ, “ეს იქნება დიდი ნაბიჯი ცხოველების ორგანოების ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად გამოყენებაში“, აღნიშნულია ამ განცხადებაში. მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ექიმებმა აღნიშნეს, რომ ამ ოპერაციამ დაადასტურა, გენმოდიფიცირებული ცხოველისგან აღებულ გულს შეუძლია ადამიანის ორგანიზმში ფუნქციონირება. “ვიცი, რომ ეს არის გასროლა სიბნელეში, მაგრამ ეს ჩემი ბოლო შანსი იყო და ამიტომ დავთანმხდი ასეთ ოპერაციას", ასეთი შინაარსის განცხადება გააკეთა ოპერაციის წინ მომაკვდავმა დევიდ ბენეტმა. გულის გადამნერგავი ჯგუფის ექიმმა მუჰამედ მოჰიუდინმა განაცხადა, რომ ასეთი წინა მცდელობები წარუმატებელი იყო, ამიტომაც ამჯერად, მერილენდის ქირურგებმა გამოიყენეს გენშეცვლილი ღორის გული და თუ რამდენად ეფექტურია ასეთი გადანერგვები, უახლოესი მომავალი აჩვენებს.



მსგავსი ინფორმაციები