კოვიდ-19-მა მათაც კი დაუზიანა ორგანოები, ვინც დაავადება მსუბუქად გადაიტანა
კოვიდ-19-მა მათაც კი დაუზიანა ორგანოები, ვინც დაავადება მსუბუქად გადაიტანა
დადგინდა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსმა მსუბუქი სიმპტომების მქონე ადამიანებშიც კი შეიძლება გამოიწვიოს გულის, ფილტვების და თირკმელების დაზიანება.
ჰამბურგ-ეპენდორფის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრმა გერმანიაში ჩაატარა კვლევა მათზე, ვინც მსუბუქად გადაიტანა Covid-19-ის ინფექცია.
გამოკვლეული იქნა 45-დან 74 წლამდე ასაკის 443 ადამიანის მდგომარეობა, რომლებსაც ეს დაავადება ჰქონდათ.
კვლევის შედეგების მიხედვით, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დაავადების მქონე ადამიანებს აღენიშნებოდათ ფეხებში ვენების კოაგულაცია და საშუალოვადიან პერიოდში გულის, ფილტვების და თირკმელების დაზიანება.
დაფიქსირდა ფილტვების ფუნქციის საშუალოდ 3 პროცენტიანი შემცირება, თირკმელების ფილტრის მუშაობის 2 პროცენტით და გულის ტუმბოს სიმძლავრის 1-დან 2 პროცენტამდე შემცირება.
კვლევის შედეგები გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალში „European Heart Journal“.