TURKOVAC-ის ვაქცინის გამოყენება დაიწყო

TURKOVAC-ის ვაქცინის გამოყენება დაიწყო

1754645
TURKOVAC-ის ვაქცინის გამოყენება დაიწყო

თურქეთის მიერ ადგილობრივი წარმოების, ახალი ტიპის კორონავირუსის საწინააღმდეგოდ წარმოებული, TURKOVAC-ის ვაქცინა, რომლის  გადაუდებელი გამოყენების ნებართვა უკვე გაიცა, გამოყენება მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო. TURKOVAC-ის ვაქცინის გამოყენება ამ დროისათვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, ანკარის ქალაქის საავადმყოფოებშია შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ ქოჯამ, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) საწინააღმდეგო, თურქული წარმოების ვაქცინა, TURKOVAC-ით გუშინ აიცრა. მინისტრმა ე.წ. ბუსტერი გაიკეთა. მინისტრმა აცრის პროცედურის შემდეგ განაცხადა, რომ ხუთშაბათიდან (დღეიდან) თურქეთში შიდა წარმოების ვაქცინა მთელი ქვეყნის მასშტაბით ქალაქის საავადმყოფოებში იქნება ხელმისაწვდომი.



მსგავსი ინფორმაციები