TURKOVAC-ის გადაუდებელი გამოყენების ნებართვა გაიცა

TURKOVAC-ის გადაუდებელი გამოყენების ნებართვა გაიცა

1751174
TURKOVAC-ის გადაუდებელი გამოყენების ნებართვა გაიცა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ადგილობრივი წარმოების, ახალი ტიპის კორონავირუსის საწინააღმდეგოდ წარმოებული, TURKOVAC-ის გადაუდებელი გამოყენების ნებართვა გაიცა. პრეზიდენტმა ამის შესახებ, TURKOVAC-ის გადაუდებელი გამოყენების ნებართვის გაცემის ცერემონიალებზე ვიდეოკონფერენციის მეშვეობით მონაწილეობის დროს განაცხადა.

„ჩვენი TURKOVAC-ის ვაქცინა, რომელიც გადავიდა წარმოების და გამოყენების ეტაპზე საჭირო ნებართვების მიღების შემდეგ, არის ჩვენი ძალისხმევის სიმბოლო, რათა დავიცვათ ჩვენი ერი ეპიდემიისგან ყველაზე ეფექტური გზით. მოხარული ვიქნებით, რომ ეს ვაქცინა ყველას გავუზიაროთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისი წარმოება შესაძლებელია ჩვენს ქვეყანაში. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რომ ის ჩვენივე მეცნიერებისა და მკვლევარების მიერ არის შემუშავებული. ჩვენ მოხარულები ვართ ჩვენი შიდა ვაქცინის მასობრივი წარმოებით. იმედს გამოვთქვამ, რომ TURKOVAC-ის ვაქცინა, როგორც ჩვენი ერის, ასევე კაცობრიობისთვის სიკეთის მომტანი იქნება,“ - განაცხადა ერდოღანმა.

TURKOVAC-ის გადაუდებელი გამოყენების ნებართვის გაცემის ცერემონიალზე სიტყვით გამოსულმა ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ კი განაცხადა, რომ TURKOVAC-ის ფართოდ გამოყენება მომავალი კვირიდან დაიწყება. მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით, თურქეთი გავხდით ერთ-ერთი იმ 9 ქვეყნიდან, რომლებიც აწარმოებენ Covid-19 ვაქცინას.



მსგავსი ინფორმაციები