ინდოეთმა რუსული წარმოების S-400 საჰაერო თავდაცვის პირველი სისტემა პენჯაბის შტატში განათავსა

ინდოეთმა რუსული წარმოების S-400 საჰაერო თავდაცვის პირველი სისტემა პენჯაბის შტატში განათავსა

1750615
ინდოეთმა რუსული წარმოების S-400 საჰაერო თავდაცვის პირველი სისტემა პენჯაბის შტატში განათავსა

ინდოეთმა რუსული წარმოების S-400 საჰაერო თავდაცვის პირველი სისტემა პენჯაბის შტატში განათავსა.

გაზეთ Hindustan Times-ის ცნობით, რუსეთსა და ინდოეთს შორის საჰაერო თავდაცვის თანამშრომლობის ფარგლებში S-400 სისტემების პირველი ბატარეები დამონტაჟდა.

ინდოეთის საჰაერო ძალების განცხადებაში ნათქვამია, რომ S-400 ბატარეები განლაგებულია ინდოეთის შტატ პენჯაბში და რუსული წარმოების რაკეტები გაზრდის ქვეყნის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს.

იქვე აღნისნულია, რომ პენჯაბში განლაგებულ S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემას შეუძლია დაარტყას საბრძოლო თვითმფრინავებს, 400-250 კილომეტრის მონაკევთში, ბალისტიკურ რაკეტებს და AWACS თვითმფრინავებს 4 სხვადასხვა რაკეტით სასუალო რადიუსში 120 კილომეტრზე და მოკლე მაძილზე 40 კილომეტრის რადიუსში.

ორ ქვეყანას შორის სარაკეტო სისტემების შესყიდვის ხელშეკრულება 2015 წელს გაფორმდა, ხოლო 2018 წელს 4,5 მილიარდი დოლარის გარიგება დასრულდა.


საკვანძო სიტყვები: #S-400 , #ინდოეთი

მსგავსი ინფორმაციები