ჯანმო: „ომიკრონი“ მსოფლიოში უპრეცედენტო სიჩქარით ვრცელდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გააკეთა გააფრთხილება, რომ მსოფლიოში უპრეცედენტო სიჩქარით ვრცელდება

1747988
ჯანმო: „ომიკრონი“ მსოფლიოში უპრეცედენტო სიჩქარით ვრცელდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) გააკეთა გააფრთხილება, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ვარიანტი „ომიკრონი“ მსოფლიოში უპრეცედენტო სიჩქარით ვრცელდება.

ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ ომიკრონის შემთხვევები 77 ქვეყანაში დაფიქსირდა. ”ის ვრცელდება ისეთი ტემპით, როგორიც აქამდე არასდროს გვინახავს რომელიმე მუტაციაში.” - თქვა მან.

გებრეისუსმა აღნიშნა, რომ მათი შეფასებით, აღნიშნული შტამი ალბათ უფრო მეტ ქვეყანაში არსებობს და დაამატა: ”მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონი“ იწვევს ნაკლებად სერიოზულ დაავადებას, შემთხვევების დიდმა რაოდენობამ შეიძლება კიდევ ერთხელ ჩააყენოს მოუმზადებელი ჯანდაცვის სისტემები რთულ მდგომარეობაში.”

მისივე თქმით, მარტო ვაქცინა ქვეყნებს კრიზისიდან გამოსვლაში ვერ დაეხმარება  და ხაზი გაუსვა სოციალური დისტანციის, ნიღბების ტარების და ჰიგიენის მნიშვნელობას.

ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის კოვიდ-19-ის ვაქცინაციის მაჩვენებლებში ჯერ კიდევ დიდი უთანასწორობაა.

"41 ქვეყანამ ჯერ კიდევ ვერ მიაღწია მათი მოსახლეობის 10 პროცენტის ვაქცინაციას, 98 ქვეყანამ ვერ მიაღწია 40 პროცენტს. ჩვენ ასევე ვხედავთ მნიშვნელოვან უთანასწორობას იმავე ქვეყნის მოსახლეობის ჯგუფებს შორის... თუ ჩვენ აღმოვფხვრით უთანასწორობას, ჩვენ დავასრულებთ Covid-19-ის ეპიდემიას. თუ დავუშვებთ უთანასწორობა გაგრძელებას, დავუშვებთ ეპიდემიის გაგრძელებას."- თქვა გებრეისუსმა.



მსგავსი ინფორმაციები