ავსტრალია წელიწადში 100 მილიონი დოზის ვაქცინებს აწარმოებს

ამ მიზნით ვიქტორიის გუბერნიაში სპეციალური ქარხანა აშენდება

1747441
ავსტრალია წელიწადში 100 მილიონი დოზის ვაქცინებს აწარმოებს

ავსტრალიამ  შეთანხმებას მიაღწია ამერიკულ ფარმაცევტულ კომპანია Moderna/მოდერნა-სთან, რათა კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ყოველწლიურად  mRNA ვაქცინის ასი მილიონი დოზა აწარმოოს. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ წერილობით განცხადებაში აღნიშნა, რომ  ვიქტორიას შტატში, mRNA ვაქცინის მწარმოებელი ქარხანა აშენდება, სადაც 2024 წლიდან დაწყებული, ყოველწლიურად ასი მილიონი დოზის მოდერნას ვაქცინა იქნება წარმოებული. მისივე განცხადებით, mRNA-ს ვაქცინები, ყველაზე დიდი სამეცნიერო აღმოჩენაა მსოფლიოში.  ვიქტორიას შტატის ვიცე-პრემიერის, ჯეიმს მერლინოს განცხადებით კი, ამ საწარმოში იმუშავებენ არა მხოლოდ კორონას ვაქცინების განვითარებაზე, არამედ, კორონავირუსის ახალი ვარიანტების, მომავალში სხვა ეპიდემიების, კიბოს და სხვა იშვიათი დაავადებების სამკურნალო ვაქცინების გამოშვებაზეც.“


საკვანძო სიტყვები: #ვაქცინა , #ავსტრალია

მსგავსი ინფორმაციები