ალბერტ აინშტაინის 54 გვერდიანი ხელნაწერი 11,7 მილიონ ევროდ გაიყიდა

ალბერტ აინშტაინის 54 გვერდიანი ხელნაწერი 11,7 მილიონ ევროდ გაიყიდა

1738165
ალბერტ აინშტაინის 54 გვერდიანი ხელნაწერი 11,7 მილიონ ევროდ გაიყიდა

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გამართულ აუქციონზე მსოფლიოში ცნობილი ფიზიკოსის ალბერტ აინშტაინის 54 გვერდიანი ხელნაწერი 11,7 მილიონ ევროდ გაიყიდა.

ხელნაწერი, რომელიც აინშტაინმა და მისმა ახლო მეგობარმა ინჟინერმა მიშელ ბოსომ 1913-1914 წლებში შექმნეს და ფარდობითობის თეორიის მოსამზადებელ კვლევებს მოიცავს, პარიზში, Christie's აუქციონზე გაიყიდა.

ხელნაწერზე საუბრისას ექსპერტმა ვინსენტ ბელოიმ განაცხადა, რომ აინშტაინის 1919 წლამდელი სამუშაო დოკუმენტები უკიდურესად შეზღუდულია, ამიტომ დოკუმენტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

„აინშტაინი ძალიან ცოტა ჩანაწერს აკეთებდა, ამიტომ ის ფაქტი, რომ ხელნაწერი შემორჩა და ჩვენამდე მოაღწია, მას აბსოლუტურად არაჩვეულებრივს ხდის“. -თქვა ბელოიმ.

აუქციონის სახლმა ხელნაწერის ღირებულება 2-დან 3 მილიონ ევრომდე შეაფასა. მყიდველის ვინაობა არ დასახელებულა.



მსგავსი ინფორმაციები