აშშ-ში კორონავირუსით დაავადებულები გამოიკვლიეს

მათი ფსიქიკური პრობლემები, გამოჯანმრთელების შემდეგაც გრძელდება

1725265
აშშ-ში კორონავირუსით დაავადებულები გამოიკვლიეს

დადგინდა, რომ მრავალ ადამიანს, რომლებმაც გადაიტანეს კოვიდ-19, გარკვეული პერიოდის განმავლობაში უგრძელდებათ ფსიქიკური პრობლემები. კოვიდ-19-ით დაავადებული პაციენტების კვლევამ, რომლებიც მკურნალობდნენ აშშ-ის ქალაქ ნიუ-იორკის Mount Sinai-ს საავადმყოფოებში, აჩვენა, რომ პაციენტების 24 პროცენტს აღენიშნებოდა სიმპტომები, რომლებიც განსაზღვრულია როგორც „გრძელი კოვიდი“ და განაგრძობენ ჯანმრთელობის პრობლემებს გამოჯანმრთელების შემდეგაც. კვლევამ აჩვენა, რომ ამ პაციენტების პრობლემები გონებრივ უნარებთან, როგორიცაა მეხსიერება, მრავალფუნქციური დავალება, აზროვნების სიჩქარე და ყურადღება, გაგრძელდა დიაგნოზიდან 7 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში. ამავე კვლევით, გრძელვადიანი ფსიქიკური პრობლემები არ არის დაკავშირებული პაციენტების არც ასაკთან და არც დაავადების სიმძიმესთან და მიუხედავად პაციენტების ასაკისა, გონებრივი უნარების ტესტები უნდა იქცეს კოვიდ-19-ის მოვლის სტანდარტად.

კვლევის ერთ-ერთმა მონაწილემ, ექიმმა იგორ კორალნიკმა განაცხადა, რომ არ იციან, თუ რატომ ჩნდება ეს პრობლემები მსუბუქი დაავადების მქონე ახალგაზრდებში და როდის გამოჯანმრთელდებიან ისინი.


საკვანძო სიტყვები: #კვლევები , #კორონავირუსი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები