„TRT World ფორუმი 2021“-ზე კლიმატის კრიზისთან ბრძოლის გზები განიხილეს

„TRT World ფორუმი 2021“-ზე კლიმატის კრიზისთან ბრძოლის გზები განიხილეს

1722526
„TRT World ფორუმი 2021“-ზე კლიმატის კრიზისთან ბრძოლის გზები განიხილეს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა წარმომადგენელმა კლიმატის ცვლილების საკითხებში, ნიკ ბრიჯიმ განაცხადა, რომ თურქეთის მხრიდან, პარიზის კლიმატის შეთანხმების რატიფიცირება ძალზედ მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

„თურქეთი ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა ეკონომიკის თვალსაზრისით, რომელსაც ასევე, ნახშირბადის ემისიის დაბალი და ნულოვანი წარმოება შეუძლია,“ განაცხადა, ნიკ ბრიჯიმ.

მან აღნიშნული განცხადება, „TRT World ფორუმ 2021“-ზე, „ძალა და პარადოქსი: „გრანდიოზული სტრატეგიის გაგება 21-ე საუკუნეში“, გამართულ სესიაზე სახელწოდებით „კლიმატი და გლობალური ჯანმრთელობის კრიზისი, როგორც სტრატეგიული საფრთხეები“, გააკეთა. ფორუმს ასევე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული სპეციალისტებიც ესწრებიან.

ფორუმზე სიტყვით გამოსულმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა წარმომადგენელმა კლიმატის ცვლილების საკითხებში, ნიკ ბრიჯიმ აღნიშნა: „პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ პარიზის კლიმატის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ განცხადება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამრიგად, ვალდებულება ნახშირბადის ემისიის განულებაა, 2053 წლისთვის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია კლიმატის ცვლილებების დასაცავად. თურქეთი ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა ეკონომიკის თვალსაზრისით, რომელსაც ასევე, ნახშირბადის დაბალი და ნულოვანი წარმოება შეუძლია.“



მსგავსი ინფორმაციები