ლონდონში ფარმაცევტული კომპანიები გააპროტესტეს

"ვაქცინის პატენტებს ლიცენზიები მიეცით"

1719055
ლონდონში ფარმაცევტული კომპანიები გააპროტესტეს

ლონდონში გააპროტესტეს ის ფარმაცევტული კომპანიები, რომლებმაც ლიცენზიები არ მისცეს ვაქცინის პატენტებს. ინგლისის დედაქალაქის პარლამენტის მოედანზე შეკრებილი აქტივისტები, პრემიერ -მინისტრის ადმინისტრაციის წინ სიმბოლური კუბოებით მივიდნენ, რომლებსაც ეწერათ: "წამლის კომპანიების სიხარბე კლავს" და "  ვაქცინის პატენტებს ლიცენზიები მიეცით." სიმბოლური დაკრძალვის პროცესის დროს, შავებში გამოწყობილი დემონსტრანტები ასევე ატარებდნენ პლაკატებს წარწერით: "კიდევ რამდენი ადამიანი უნდა დაიღუპოს," "შეაჩერეთ ვაქცინების მომარაგება". საპროტესტო მსვლელობის ორგანიზატორმა საშა ფიცპატრიკმა თქვა, რომ მასიური კამპანიებისა და საზოგადოების ზეწოლის შედეგად, ფარმაცევტულმა ფირმებმა ადრე დაუშვეს პატენტები, რათა ადამიანებისათვის ვაქცინები ხელმისაწვდომი ყოფილიყო, მაგრამ, შემდეგ მათ შეწყვიტეს ლიცენზიების გაცემა. "დღეს ვაქცინები, ყველა ჩვენთაგანის სიცოცხლისა და სიკვდილის საქმეა. ჩვენ ყველანი ვართ ამ მდგომარეობაში და გვჭირდება ისეთი გამოსავალი, რომელიც უზრუნველყოფს ყველას თანაბარ წვდომას კოვიდ-19 ვაქცინებზეც, ტესტირებაზეც და მკურნალობაზეც," განაცხადა აქტივისტმა ფიცპატრიკმა.

დაბალშემოსავლიან ქვეყნებს უჭირთ თავიანთი მოქალაქეების ვაქცინაცია, რადგან, დასავლეთის ქვეყნების მიერ მათი მასიური მომარაგების გამო, არ შეუძლიათ ამ ვაქცინების ყიდვა



მსგავსი ინფორმაციები