აშშ ყველა უცხოელი მოქალაქისგან ვაქცინაციის დამადასტურებელ დოკუმენტს მოითხოვს

აშშ ყველა უცხოელი მოქალაქისგან ვაქცინაციის დამადასტურებელ დოკუმენტს მოითხოვს

1708693
აშშ ყველა უცხოელი მოქალაქისგან ვაქცინაციის დამადასტურებელ დოკუმენტს მოითხოვს

თეთრი სახლის კოვიდ-19-ის სამუშაო ჯგუფის კოორდინატორმა ჯეფ ზიენტმა, დღევანდელ პრესკონფერენციაზე საერთაშორისო ფრენებთან დაკავშირებით ბაიდენის ადმინისტრაციის ახალი პოლიტიკა გამოაცხადა და აღნიშნა, რომ 18 წელზე უფროსი ასაკის ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის, რომლებიც 1 ნოემბრიდან აშშ-ს ეწვევიან, კოვიდ-19 ვაქცინით აცრა სავალდებულო გახდება, ხოლო ამის პარალელურად, გააგრძელებენ მოქალაქეების ჩამოფრენამდე ბოლო 72 საათის განმავლობაში ნეგატიური PCR ტესტის შედეგების გამოყენებასაც. მისივე თქმით, აღნიშნული პოლიტიკით, შენგენის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან ჩამოსულ უცხოელ მოქალაქეებსაც, რომლებიც აშშ-ის აკრძალული ქვეყნების სიაში შედიან, უფლება ექნებათ იმოგზაურონ აშშ-ში და ამით მოიხსნება აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დროს დაწესებული შეზღუდვები ზემოთხსენებულ ქვეყნებთან.


საკვანძო სიტყვები: #დოკუმენტი , #ვაქცინაცია , #აშს

მსგავსი ინფორმაციები