კოვიდ-19-ით გამოწვეული დეპრესიის მკურნალობის მეთოდი: "მუზეუმის დათვალიერება"

კოვიდ-19-ით გამოწვეული დეპრესიის მკურნალობის მეთოდი: "მუზეუმის დათვალიერება"

1702105
კოვიდ-19-ით გამოწვეული დეპრესიის მკურნალობის მეთოდი: "მუზეუმის დათვალიერება"

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ექიმებმა დაიწყეს ახალი მკურნალობის ტესტირება იმ პაციენტებისთვის, რომლებიც სტრესში არიან და ავლენენ დეპრესიის სიმპტომებს ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ -19) ეპიდემიის გამო.

იმ პაციენტებს, რომლებიც გადიან სტრესის მკურნალობას დედაქალაქის ერთ-ერთ უმსხვილეს საავადმყოფო ბრუგმანში, შესთავაზებენ უფასო ვიზიტებს ქალაქის ხუთ საჯარო მუზეუმში.

თუ საპილოტე მკურნალობის მეთოდის შედეგები წარმატებული აღმოჩნდება, მისი გამოყენების შემდგომი გაფართოება იგეგმება.

კულტურის საკითხებზე პასუხისმგებელმა ქალაქის საკრებულოს წევრმა, დელფინ ჰუბამ, სამკურნალო პროცესთან დაკავშირებით თქვა, რომ იგი შთაგონებულია კანადის ქალაქ კვებეკის ექიმების მიერ დეპრესიის ნიშნების მქონე პაციენტებისთვის წელიწადში 50-მდე მუზეუმის დათვალიერების რეკომენდაციით.



მსგავსი ინფორმაციები