ბეზოსი კმაყოფილია კოსმოსში მოგზაურობით

მისი კომპანია ახალ ფრენებს გეგმავს

1678189
ბეზოსი კმაყოფილია კოსმოსში მოგზაურობით

ამერიკული ელექტრონული კომერციული გიგანტი კომპანიის, Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა განაცხადა, რომ მისმა კომპანიამ Blue Origin-მა, სამომავლო კოსმოსური ფრენებისათვის უკვე 100 მილიონი დოლარის ღირებულების ბილეთები გაყიდა. კოსმოსში მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ბეზოსმა მადლობა გადაუხადა Amazon–ის თანამშრომლებს და მომხმარებლებს კოსმოსური ფრენის დაფინანსებისთვის. მანვე აღნიშნა, რომ მისი მოლოდინები დიდი იყო და მას მნიშვნელოვნად გადააჭარბა რა, ძალიან სასიამოვნო გამოცდილება მიიღო. ბეზოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ Blue Origin-ის სამომავლო კოსმოსურ ფრენებზე მოთხოვნა ძალიან მაღალია და კომპანიამ მომავალი ფრენებისათვის დაახლოებით 100 მილიონი დოლარის ბილეთები უკვე გაყიდა. მან ინფორმაცია არ გათქვა ბილეთების ფასის შესახებ და აღნიშნა, რომ Blue Origin-ი აპირებს კოსმოსში კიდევ 2 სამგზავრო ფრენის ორგანიზებას. როგორც ნობილია ამერიკელმა მილიარდერმა ბეზოსმა და მისმა 3 თანმხლებმა ადამიანებმა, რამდენიმე დღის წინ წარმატებით იმოგზაურეს კოსმოსურ სივრცეში



მსგავსი ინფორმაციები