იაპონია “მოდერნას“ ვაქცინას ბავშვებზეც გამოიყენებს

კოვიდ-19-ის მრჩეველთა საბჭოს შემდეგ, მას ჯანდაცვის სამინისტროც დაამტკიცებს

1677851
იაპონია “მოდერნას“ ვაქცინას ბავშვებზეც გამოიყენებს

იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილმა კოვიდ-19-ის მრჩეველთა საბჭომ, ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Moderna-ს მიერ დამზადებული ახალი ტიპის კორონავირუსის ვაქცინის გამოყენება, 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვისაც დაამტკიცა. იაპონური საინფორმაციო სააგენტო Kyodo–ს ახალი ამბების თანახმად, რომელიც ეყრდნობა ჯანდაცვის სამინისტროს წყაროებს, ამ თვეში მოსალოდნელია ვაქცინის დამტკიცება თვით სამინისტროს მხრიდანაც და ეს მათ საშუალებას მისცემთ ვაქცინის უფასოდ წარმოება, როგორც იმუნიზაციის მთავრობის ეროვნული პროგრამის ნაწილი. გარდა ამისა, მრჩეველთა კომიტეტმა კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ასევე დაამტკიცა ანტისხეულების კოქტეილი, რომელიც შედგება აქტიური ნივთიერებების კომბინაციისგან, სახელწოდებით "casirivimab/კაზირივიმაბი" და "imdevimab/ინდევიმაბი". პროტეინის ტიპის ანტისხეულების შემადგენლობა  მონოკლონური ანტისხეულებისგან შესდგება, რომელსაც ეწოდება "კაზირივიმაბი" და "ინდევიმაბი", რომლებიც შექმნილია კონკრეტული სტრუქტურის ამოცნობისა და დამაგრების მიზნით



მსგავსი ინფორმაციები