კუბური ვაქცინა "აბდალა" 92.28 პროცენტით ეფექტურია

კუბური ვაქცინა "აბდალა" 92.28 პროცენტით ეფექტურია

1662740
კუბური ვაქცინა "აბდალა" 92.28 პროცენტით ეფექტურია

კუბაში, სადაც გარკვეული პერიოდია ტარდება კვლევები ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ -19) ვაქცინებზე, ამტკიცებენ, რომ ვაქცინა, სახელწოდებით "აბდალა", 92.28 პროცენტით ეფექტურია.

კუბის გენეტიკური ინჟინერიისა და ბიოტექნოლოგიის ცენტრის (CIGB) „ტვიტერი“-თ გაკეთებულ პოსტში ნათქვამია, რომ შექმნილი კოვიდ -19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ეფექტურობა 92,28 პროცენტია. იქვე აღნიშნულია: "კუბას დღეს ვაქცინის 5 კანდიდატი აქვს, „სობერანა 02“ 62 პროცენტიანი ეფექტურობით და „აბდალა“ 92.28 პროცენტიანი ეფექტურობით, ესენი უკვე ვაქცინადაა მიჩნეული. კუბა იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც საკუთარი შესაძლებლობებით აცრის თავის მოსახლეობას."

კუბის პრეზიდენტმა მიგელ დიაზ-კანელმა დიდი სიამოვნება გამოხატა ვაქცინის თაობაზე ინფორმაციის „ტვიტერით“ გაზიარების გამო და დასძინა: "მე ამ სიახლეს გიზიარებთ „სობერანა 02“-ს და „აბდალა“-ს ვაქცინების წარმატებული შედეგებით მიღებული სიხარულით. „აბდალას“ ეფექტურობა საამაყოა. ყველა დაბრკოლების მიუხედავად, ჩვენმა მეცნიერებმა 2 ძალიან ეფექტური ვაქცინა მოგვცეს."

კუბამ 19 მარტს გამოაცხადა, რომ ერთ – ერთი ვაქცინა, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობდა, დაამტკიცეს ადამიანზე გამოცდისთვის და მას გამოსცდიან 19 – დან 80 წლამდე ასაკის დაახლოებით 48 ათას ადამიანზე.


საკვანძო სიტყვები: #კოვიდ-19 , #ვაქცინა , #კუბა

მსგავსი ინფორმაციები