თურქეთში დღიურად რეკორდული რაოდენობის 1,5 მილიონს ადამიანს ჩაუტარდა ვაქცინაცია

თურქეთში დღიურად რეკორდული რაოდენობის 1,5 მილიონს ადამიანს ჩაუტარდა ვაქცინაცია

1660359
თურქეთში დღიურად რეკორდული რაოდენობის 1,5 მილიონს ადამიანს ჩაუტარდა ვაქცინაცია

ახალი ტიპის კორონავირუსთან (კოვიდ-19) ბრძოლის ფარგლებში დღიურად რეკორდული რაოდენობის 1,5 მილიონს ადამიანს ჩაუტარდა ვაქცინაცია.

აღნიშნულის შესახებ Twitter-ით განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ ქოჯამ.

მისი თქმით 1,5 მილიონი დოზა ვაქცინა 24 საათის დასრულებამდე 2 საათითა და 17 წუთით ადრე იქნა გაკეთებული.

„დღეს (გუშინ) ვაქცინის 1,5 მემილიონე დოზა 21 საათსა და 43 წუთზე იქნა გამოყენებული. ჩვენმა ვაქცინაციის არმიამ 2 საათსა და 17 წუთში კიდევ 82 ათას 232 დოზა გააკეთა. ამგვარად, ბოლო 24 საათში 1 მილიონ 582 ათას 232 დოზა ვაქცინას მივაღწიეთ. 24.00 საათიდან ახალი სამუშაო დღე დაიწყო. მშვიდად იძინეთ. ღამე მშვიდობის.“-წერს მინისტრი ქოჯა.


საკვანძო სიტყვები: #ვაქცინაცია , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები