პაკისტანში გუშინ მომხდარი სარკინიგზო ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 62-მდე გაიზარდა

პაკისტანის პროვინცია სინდჰში გუშინ მომხდარი სარკინიგზო ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 62-მდე გაიზარდა

1653737
პაკისტანში გუშინ მომხდარი სარკინიგზო ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 62-მდე გაიზარდა

პაკისტანის პროვინცია სინდჰში გუშინ მომხდარი სარკინიგზო ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 62-მდე გაიზარდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სამაშველო სამუშაოების დროს კიდევ 11 ადამიანის ცხედარი იქნა ნაპოვნი, რითაც გარდაცვლილთა რიცხვი 62-მდე გაიზარდა.

ავარიის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. დაშავებულთაგან ზოგიერთის მდგომარეობა მძიმეა.

მეორეს მხრივ, რკინიგზის საქმეთა მინისტრმა მოჰამედ აზამ ხან სვატიმ, რომელმაც დაათვალიერა ავარიის ზონა, განაცხადა, რომ ჩატარდება მასშტაბური გამოძიება და დაისჯება ყველა, ვინც პასუხისმგებელია მომხდაზე.

სინდჰის პროვინციის გოტკის რაიონში, გუშინ დილით მოძრავი სამგზავრო მატარებლის ვაგონი რელსებიდან გადავარდა და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სამგზავრო მატარებელს შეეჯახა.


საკვანძო სიტყვები: #სარკინიგზო ავარია , #პაკისტანი

მსგავსი ინფორმაციები