რუსული საბრძოლო გემები შავ ზღვაში წვრთნებს ისევ აგრძელებენ

რუსული საბრძოლო გემები შავ ზღვაში წვრთნებს ისევ აგრძელებენ

1624984
რუსული საბრძოლო გემები შავ ზღვაში წვრთნებს ისევ აგრძელებენ

რუსული საბრძოლო გემები შავ ზღვაში წვრთნებს ისევ აგრძელებენ.

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, ზამთრის პერიოდის წვრთნებისა და შემოწმების ფარგლებში 20-ზე მეტი სამხედრო ხომალდი შავ ზღვაში წვრთნებს ატარებს.

წვრთნებში ასევე მონაწილეობს "Su-25CM3" სამხედრო თვითმფრინავები და საჰაერო თავდაცვის სისტემები.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის სამხრეთი სამხედრო ზონის 50-ზე მეტი სამხედრო თვითმფრინავი უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში განლაგდა.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ 6 აპრილს განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო ძალების ომისთვის მზადყოფნის შემოწმება დაიწყეს და ტაქტიკური წვრთნები ჩატარდება პოლიგონებზე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.

აღინიშნა, რომ სასწავლო გეგმის ფარგლებში აპრილში 4 ათას 48 სამხედრო სწავლება ჩატარდება.



მსგავსი ინფორმაციები