იაპონიამ 65 წლის ზემოთ მოქალაქეების ვაქცინაცია დაიწყო

იაპონიამ 65 წლის ზემოთ მოქალაქეების ვაქცინაცია დაიწყო

1619614
იაპონიამ 65 წლის ზემოთ მოქალაქეების ვაქცინაცია დაიწყო

იაპონიაში ვაქცინაცია პროგრამის ფარგლებში გრძელდება. ახალ ეპატზე აიცრება 65 წლის ზემოთ მოქალაქეები.

იაპონიის ჯანდაცვის, შრომისა და კეთილდღეობის სამინისტრომ დაიწყო ქვეყნის მასშტაბით 65 წლის ზემოთ მოქალაქეების ვაქცინაცია, რომლებიც მოსახლეობის დაახლოებით 30%-ს შეადგენენ.

სააგენტო „კიოდო“-ს ცნობით, იაპონიის 47 პროვინციიდან 39-ში 65 წლის ზემოთ მოქალაქეებს კლინიკურ, საზოგადოებრივ ცენტრებში, სპორტული დარბაზების მსგავს წერტილებში გაუკეთებენ ვაქცინას.

სამინისტროს ინფორმაციით, 9 აპრილისთვის ქვეყნის მასშტაბით 1,1 მილიონი ჯანდაცვის მუშაკის პირველი დოზით აცრა დასრულდა.

მაისის თვის მესამე კვირამდე 4,8 მილიონი ჯანდაცვის მუშაკის ვაქცინაცია იგეგმება.

იაპონიის მთავრობამ განაცხადა, რომ მთლიანობაში 314 მილიონი დოზა ვაქცინა შეუკვეთეს კომპანიებს BioNTech-Pfizer-ს, AstraZeneca-ს და Moderna-ს.


საკვანძო სიტყვები: #კოვიდ-19 , #ვაქცინაცია , #იაპონია

მსგავსი ინფორმაციები