გერმანიის პრეზიდენტი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა

გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, „ასტრაზენეკას“ ახალი ტიპის კორონავირუსი საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.

1612964
გერმანიის პრეზიდენტი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა

გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, „ასტრაზენეკას“ ახალი ტიპის კორონავირუსი საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.

გერმანიის პრეზიდენტის პრეს-ცენტრის ინფორმაციით, შტაინმაიერს დედაქალაქ ბერლინში მდებარე სამხედრო ჰოსპიტალში ჩაუტრადა ვაქცინაცია.

ვაქცინაციის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გერმანიაში დამტკიცებულ ვაქცინებს ენდობა და დაამატა: „დღეს ასტრაზენეკას პირველი დოზა გავიკეთე. ვაქცინაცია ეპიდემიიდან გამოსვლის გზაზე ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია.“

65 წლის შტაინმაიერმა ხალხს ვაქცინაციის კამპანიაში ჩართვისკენ მოუწოდა.

გერმანული საინფორმაციო სააგენტო DPA-ს თანახმად, შტაინმაიერის მეუღლე, ელკე ბუდენბენდერი, ვაქცინაციის სიაში სხვა ჯგუფში შედიოდა, რის გამოც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით იგი უკვე აიცრა.

შტაინმაიერმა 2010 წელს საკუთარი თირკმელი მისცა მის მეუღლეს, რომელსაც თირკმელების დაავადება ჰქონდა.



მსგავსი ინფორმაციები