"კოვაქსმა" აფრიკის 44 ქვეყანაში კოვიდ-19-ის ვაქცინა გააგზავნა

"კოვაქსმა" აფრიკის 44 ქვეყანაში კოვიდ-19-ის ვაქცინა გააგზავნა

1609239
"კოვაქსმა" აფრიკის 44 ქვეყანაში კოვიდ-19-ის ვაქცინა გააგზავნა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კოვიდ -19 ვაქცინების გლობალური წვდომის პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანია დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნების ვაქცინებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ახალი ტიპის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიგზავნა აფრიკის 44 ქვეყანაში.

ჯანმოს აფრიკის რეგიონის Twitter-ის ანგარიშზე გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ დროისთვის 7,7 მილიონი დოზა ვაქცინა მაღალი რისკის ზონებში ჩავიდა.

”კოვიდ -19 ვაქცინების გლობალური წვდომის პროგრამის (COVAX) ფარგლებში, აფრიკის 44 ქვეყანამ მიიღო ვაქცინები შემოწირულობებისა და ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე”- ნათქვამია აღნიშნულ განცხადებაში.

ჯანმო-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 44 ქვეყნიდან 32-მა დაიწყო ვაქცინაციის პროცესი.

განცხადებაში ასევე ყურადღება გამახვილებულია ვაქცინების მომარაგების სირთულეებზე და ხაზგასმულია, რომ აფრიკა Kovid-19-ის მეტ ვაქცინას საჭიროებს.

აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (Africa CDC) გააკეთა გაფრთხილება, რომ სირთულეებმა კოვიდ -19 ვაქცინების მომარაგებაში მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში, განსაკუთრებით ევროპაში, შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს აფრიკის ქვეყნებზე.



მსგავსი ინფორმაციები