კოვიდ-19-ის 2 ვაქცინა ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას 80 პროცენტით ამცირებს

კოვიდ-19-ის 2 ვაქცინა ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას 80 პროცენტით ამცირებს

1593431
კოვიდ-19-ის 2 ვაქცინა ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას 80 პროცენტით ამცირებს

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სააგენტომ Pfizer-BioNTech-ისა და Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინების კოვიდ -19-ის ინფექციების შემცირებაზე გავლენის პირველადი დასკვნები გამოაქვეყნა.

მის მიხედვით დადგინდა, რომ ვაქცინაციიდან 4 კვირის შემდეგ Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის ერთჯერადი დოზა ეფექტურია 57-61 პროცენტით კოვიდ -19-ისგან დაცვაში, ხოლო Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინა კი 60-73 პროცენტით.

დადგინდა, რომ ორივე ვაქცინის ერთჯერადმა დოზამ 80 პროცენტით შეამცირა აცილებული ჰოსპიტალიზაცია 80 წლის ასაკის და ზემოთ მოქალაქეებში ვაქცინაციიდან დაახლოებით 3-4 კვირის შემდეგ. ასევე აღმოჩნდა მტკიცებულებები, რომ Pfizer-ის ვაქცინამ კოვიდ -19 –ით სიკვდილიანობა 83 პროცენტით შეამცირა.

ჯანდაცვის მინისტრმა მეთ ჰენკოკმა, ყოველდღიური პრესკონფერენციის დროს გაკეთებულ განცხადებაში დასკვნებს "ძალიან ძლიერი" უწოდა და აღნიშნა, რომ ვაქცინები ხელს უწყობს საავადმყოფოებზე ზეწოლის შემცირებას და სიცოცხლის გადარჩენას.

კოვიდ -19-ის უფრო სწრაფი და მომაკვდინებელი ტიპის გავლენით ინგლისში შემთხვევების რაოდენობა და სიკვდილიანობა გაიზარდა.

თუმცა როგორც 5 იანვარს დაწყებული კარანტინით, ასევე ვაქცინის გავლენით, ბოლო კვირების განმავლობაში ყოველდღიური შემთხვევები 10 ათასს, ხოლო გარდაცვლილთა 500 – ს  ქვემოთ ჩამოვიდა.

 



მსგავსი ინფორმაციები